ფარმაკოზედამხედველობის ყურადღების ძირითად ზონას პაციენტების კეთილდღეობა წარმოადგენს, რაც ერთერთი მთავარი ფაქტორია თითოეული მწარმოებელი კომპანიისთვის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცედურის განხორციელება, რომელიც უკავშირდება სამკურნალო საშუალების შესაძლო გვერდითი რეაქციების, მათი გამოყენებისას უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის გამოვლენას, შეკრებას, შეფასებას, შესწავლას და თავიდან აცილებას.