info@pharmagate.co.uk
+44 20 8343 6029

პარტნიორები

4
APCRG – ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული იქნა 2007 წლის ივლისში. ეს არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია. ასოციაცია დაფუძნებული იქნა საქართველოში 11 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების მიერ: Les Laboratories Servier, Sanofi-Aventis Group, Hofman La Roche, Actavis, Berlin-Chemie, Pfizer, Novartis Pharma Service, Nycomed, Lek Pharmaceuticals, Glaso Smith Kline, Ipsen Pharma. 2009 წლიდან APCRG არის ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) წევრი. ასოციაციის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში თანამედროვე, ეთიკური და ღია ფარმაცევტული ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

2
იურიდიული კომპანია «სამართლებრივი ალიანსი»

იურიდიული კომპანია «სამართლებრივი ალიანსი», დაფუძნებული 1995 წელს, ამჟამად წარმოადგენს უკრაინის ერთერთ წამყვან სპეციალიზირებულ იურიდიულ ფირმას, რომელიც უკრაინის და დსთ-ს რიგი ქვეყნების ტერიტორიაზე უპირატესად ფარმაცევტულ ინდუსტრიას ემსახურება. სამართლებრივი ალიანსი იურიდიულ მომსახურებას უწევს ფარმაციის, სამედიცინო ნაკეთობების, სახალხო მოხმარების საქონლის, მედიცინის, ვეტერინარიის, კოსმეტიკის, ქიმიის, ბიოტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის და კვების პროდუქტების, მათ შორის, საბავშვო კვების სფეროში მომუშავე წამყვან კომპანიებს. კომპანია მრავალჯერ იქნა გამორჩეული საერთაშორისო და ეროვნული გამოკვლევებით: The Legal 500 EMEA, Corporate INTL Magazine Global Awards, Legal Experts, Who is Who Life Sciences, Ukrainian Law Firms, ხოლო A handbook for Foreign Clients როგორც უკრაინის ერთერთი ყველაზე ხშირად რეკომენდებული იურიდიული ფირმა. 2004 წლიდან კომპანია მუდმივად შედის უკრაინის 50 საუკეთესო იურიდიული კომპანიის რიცხვში.

3
ასოციაცია «სამედიცინო ნაკეთობების ბაზრის ოპერატორები»

ასოციაცია «სამედიცინო ნაკეთობების ბაზრის ოპერატორები» (AMOMD) – უკრაინაში პირველი და ერთადერთი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად აერთიანებს 50-ზე მეტ ეროვნულ მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორს და სამედიცინო ნაკეთობების ბაზრის სხვა მონაწილეებს. სამედიცინო ნაკეთობების ბაზრის ოპერატორებმა პირველად განაცხადეს ასოციაციაში გაერთიანების განზრახვის შესახებ 2012 წლის სექტემბერში სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების ოპერატორების უკრაინის ფორუმის ფარგლებში. ამ პროცესის კატალიზატორი გახდა მოვლენები და ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რამაც სახელმწიფო ზეწოლის გაძლიერების პირობებში ბაზრის ინტერესების დაცვის ეფექტური მექანიზმისთვის განაპირობა ბაზრის წარმომადგენლების კონსოლიდაციის აუცილებლობა. ასოციაცია შექმნილი შეიქმნა 2012 წლის 7 ნოემბერს ასოციაციის წევრების პროფესიული ინტერესების დაცვის და სამედიცინო ნაკეთობების ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

5
ლოგისტიკური ცენტრი «ბიოკონი»

ლოგისტიკური ცენტრი «ბიოკონი» (ფარმაცევტული სპეციალიზაცია) - ფარმაცევტული ლოგისტიკის სპეციალიზირებული ოპერატორია, რომლის საქმიანობაც ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტები: • მუშაობს საბაჟო სალიცენზიო საწყობი. • ლოგისტიკური კომპლექსის მომგებიანი განლაგება (აეროპორტთან, სატვირთო მანქანების ძირითად მარშრუტებთან ახლოს) • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული მიმართულებები: Good Distribution Practice (GDP), Good Storage Practice (GSP) საწყობის მართვის სისტემა (WMS) Oracle E-Business Suite 12.1-ის ბაზაზე • სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (სსპ). • სპეციალური ზონა სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების ადგილობრივი ადაპტაციისთვის. კლიენტებზე ორიენტაცია: • ცალკეული სასაწყობო სათავსები კლიენტების სურვილების და ფარმაცევტული პროდუქციის საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოქმედი სალიცენზიო პირობების შესაბამისად. • პროდუქტის ონ-ლაინ მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა. • დახმარების გაწევა სამეწარმეო საქმიანობაში (Performance Management)

We use cookies to ensure our website works properly and to collect statistics about users in order for us to improve the website